logo
ENG



კალაძე: რუსთაველის რეაბილიტაცია დაიწყება მაისში, დაახლოებით 4 თვე დასჭირდება

01 აპრ 202623:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/01/aduz8okab5woxfi.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში დაიწყება და სამუშაოები 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ეს განცხადება მან სამთავრობო რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში განახლდება მიწისქვეშა და საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია.

"ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს რუსთაველის გამზირი.

ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც საავტომობილო გზას და გამზირზე არსებულ შენობა-ნაგებობებს უდიდეს პრობლემას უქმნის. მიწის ქვემოთ ინფრასტრუქტურა მთლიანად ამორტიზებულია. პირველი, რაც გაკეთდება, სწორედ ეს ინფრასტრუქტურა განახლდება, ასევე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია - განახლება.

რუსთაველის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული, ძალიან ლამაზი გამზირი იქნება. სამუშაოები დაიწყება მაისში და, დაახლოებით, ოთხი თვე დასჭირდება", - თქვა კალაძემ. 


close დახურვა