logo
ENG



კალაძე: სასაცილოა მელიას დაპირება 100 სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაზე

20 ოქტ 202123:49
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: სასაცილოა მელიას დაპირება 100 სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაზე
თბილისის მერია

კახა კალაძე სასაცილოს უწოდებს ოპონენტის, ენმ-ის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირებას 100 სტუდენტისთვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების შესახებ. 

ტვ იმედის ეთერში კახა კალაძემ თქვა, რომ ეს დაპირება არ არის თბილისის მერიის კომპეტენცია. 

"ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ 100 სტუდენტს ყოველწლიურად გაუშვებს უცხოეთში - სასაცილოა უბრალოდ, სამარცხვინოსაც აღარ ვუწოდებ, სასაცილოა. 

იმაზე არ ვსაუბრობ, რომ მერია სოციალურად დაუცველებს ვეხმარებით - განათლების სამინისტრო ყოველწლიურად 900 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, გაემგზავროს უცხოეთში და გააგრძელოს სწავლა. 900 სტუდენტს. დღეს მელია გამოდის და უბრალოდ მეცინება, ამაზე რომ ვსაუბრობ, ამბობს, 100 სტუდენტს დავაფინანსებო". - თქვა კახა კალაძემ. 

კალაძე ამბობს, რომ პირველ ტურამდე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რეალურ პრობლემებზე ლაპარაკობდა, ბოლო პერიოდში ნიკა მელიას გააქტიურება კი არასერიოზულია.

ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ყოველ წელს დედაქალაქი 100 თბილისელ სტუდენტს დაუფინანსებს „მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში" სწავლას, თბილისელი პენსიონერები ყოველთვიურად დამატებით 100 ლარს მიიღებენ, თბილისელი მოსწავლეებისთვის კი სკოლებში კვება უფასო იქნება. 


close დახურვა