logo
ENG



კალაძე: ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი, რასაც არ საუბრობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები

31 მაი 202315:42
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი, რასაც არ საუბრობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები

ყველა საერთაშორისო პლატფორმა, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყანა და წარმოდგენილი იყო პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა მისი განცხადება და პასუხები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამ ქვეყნის ინტერესებით და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მის მიერ წარმოთქმული ყველა წინადადება, ყველა სიტყვა საქართველოსთან მიმართებაში.

ის აჟიოტაჟი და ის მიზანმიმართული სპეკულაციები რაც ვნახეთ, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამარცხვინო და ძალიან დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი, რასაც არ საუბრობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები, ყოველთვის ისმებოდა აქცენტები ამ გარემოებებთან დაკავშირებით და სიახლე არაფერი ყოფილა. თუნდაც დღევანდელი განცხადება, ქალბატონი ურსულა [ფონ დერ ლაიენი] რაზეც საუბრობს, რომ თურმე ევროკავშირის გაწევრიანების სურვილი ყოფილა ის, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო საომარი მოქმედებები. ყველაზე ცუდი და აღმაშფოთებელი ქალბატონი ურსულას განცხადებაში არის ის, რომ ისტორიაში პირველად ვნახეთ ასეთი რამო. ე.ი. 2008 წელი არაფერი არ ყოფილა, ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დაიღუპნენ, რისთვის დაიღუპნენ. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.


close დახურვა