logo
ENG



კალაძე: ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული

08 ნოე 201916:41
3 წუთის საკითხავი
 
snfzrjwmsvppvsr.png

უმრავლესობის წევრები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, მისი თქმით მთავარია, პროტესტი იყოს მშვიდობიანი და მთავარია არავინ დაარღვიოს კანონი.

„მე მოვუწოდებდი ყველას რა თქმა უნდა პირველ რიგში სიმშვიდისკენ და შემდეგ უკვე გემოვნების ამბავია ვის დააინტერესებს, რომ ეს ფილმი ნახოს და ვის არ დააინტერესებს და გაუჩნდება პროტესტის განცდა. მნიშვნელოვანია რომ ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გადავიდეს იმ ზღვარს რომელიც არის კანონის დარღვევა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა

თბილისის მერის თქმით, შსს-ს მზადაა იმისთვის, რომ სეანსზე ყველას უსაფრთხოება იყოს დაცული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება და ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული,“ - განაცხადა კალაძემ.

 


close დახურვა