"ჩამოვიდეს მიშა და დავხვდებით, არ ინერვიულოთ". - უთხრა თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
"ჩამოვიდეს მიშა და დავხვდებით, არ ინერვიულოთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. შესაბამისი სამსახურები დახვდებიან, არანაირი პრობლემა არ არსებობს.
თქვენ არ ინერვიულოთ, გულწრფელად მინდა გთხოვოთ, ვიცი, რომ ძალიან ბევრი სანერვიულო გაქვთ. ჩვენ პირველივე ტურში დავამთავრებთ ყველაფერს".- თქვა კახა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა - მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო 27 სექტემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი დაბრუნებაზე საუბრობს, თუმცა პირველია, როცა ჩამოსვლის თარიღი დააანონსა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან.