logo
ENG



კალაძე: ძუძუს კიბოს სამკურნალოდ მოქალაქისთვის წელიწადში 29-დან 60 ათას ლარამდე გამოიყოფა

16 თებ 202211:39
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: ძუძუს კიბოს სამკურნალოდ მოქალაქისთვის წელიწადში 29-დან 60 ათას ლარამდე გამოიყოფა

თბილისის ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50 პროცენტით.

"პროგრამის ფარგლებში ფინანსდება HER-2 დადებითი, ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები. [...]

ერთი ამპულა მედიკამენტის ფასი 5000 ლარამდეა. რიგ შემთხვევაში კი, ერთი გადასხმის ჩასატარებლად ორი სხვადასხვა მედიკამენტის ერთობლივი ფასი 9 000 ლარს აჭარბებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარია.


close დახურვა