logo
ENG



კალაძე: ჭავჭავაძეზე სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და ივნისის ბოლოსკენ დასრულებული იქნება

27 მაი 202015:58
3 წუთის საკითხავი
 

დედაქალაქის მერი, კახი კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა პანდემიის პერიოდში მუშაობა ისეთივე ტემპით ვერ მიდიოდა როგორც ეს მანამდე ხდება. კალაძეს თქმით, ჭავჭავაძეზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და ივნისის ბოლოსკენ ის დასრულებული იქნება.

„რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, როგორც ყველა პროექტზე ასევე ჭავჭავაძეზე სამუშაოები არ შეჩერებულა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ იმ ტემპით ვერ მიმდინარეობა, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო და ამას აქვს თავისი მიზეზი - იცით რა მდგომარეობაში იყო მსოფლიო და საქართველოც არ იყო გამონაკლისი, ვებრძოდით პანდემიას და ეს ბრძოლა ჯერაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, სამუშაოები გრძელდება და მაღალი ტემპია, ბოლო ეტაპი მიმდინარეობს სამუშაოების და და ივნისის ბოლოსკენ იქნება დასრულებული“,-განაცხადა კახი კალაძემ.

 

 


close დახურვა