logo
ENG



კალაძე: ჯიშკარიანს ვიცნობ. წარმოუდგენელია, ასეთი რაღაც გაეკეთებინა

05 ოქტ 201918:34
3 წუთის საკითხავი
 
h0evwyornvv358g.jpg

თუ დადასტურდება, ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის მიერ თანამშრომლის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებას. 

კახა კალაძის თქმით, ჯიშკარიანისადმი წაყენებულ ბრალდებას სჭირდება მტკიცებულებები და გამოძიება.

„ილია ჯიშკარიანს ვიცნობ და წარმოუდგენელია, ასეთი რაღაც გაეკეთებინა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იგივე ბრალდება წამოაყენოს ნებისმიერ ადამიანზე, ამას სჭირდება მტკიცებულებები, სჭირდება გამოძიება. თუ დადასტურდა, ეს იქნება ძალიან მძიმე ყველასთვის“, - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თოდაძემ თავდაპირველად მომხდარზე მთავარ არხთან ისაუბრა.


close დახურვა