logo
ENG



კალაძე ამბობს, რომ აქციები ეკონომიკის განვითარებაზე გავლენას ახდენს

05 ნოე 202016:22
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე ამბობს, რომ აქციები ეკონომიკის განვითარებაზე გავლენას ახდენს

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახი კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ გამართული აქციები საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე გავლენას ახდენს.

კალაძის თქმით, პოლიტიკური სიმშვიდე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველა სფეროს განვითარებისთვის.

"აქციებს რაც შეეხება, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს. თუ ვინმეს გადაცდომა მოუვა, ამას უმკაცრესი რეაგირება მოყვება. პოლიტიკური სიმშვიდე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, (აქციები) ყველაფერზე ახდენს გავლენას", - აცხადებს კალაძე. 

ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ოპოზიციური პარტიები პერმანენტულ აქციებს მართავენ.

დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 


close დახურვა