თბილისის მერი ერეკლეს მოედანზე ჟურნალისტთა სახლის დემონტაჟის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს მერიისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია სავალდებულო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევები და სამომავლო პროექტის ესკიზები, კახი კალაძე ირწმუნება, რომ შენობის დემონტაჟი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმდინარეობს.
თბილისის მერი ამ განცხადებით წინააღმდეგობაში საკუთარი მოადგილის სიტყვებთან მოდის. ილია ელოშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ მესაკუთრე შესაბამისს დოკუმენტაციას მერიაში შენობის დემონტაჟის შემდეგ მიიტანს.
კალაძის თქმით, პროექტი, რომელიც განხორციელდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, თუმცა თბილისის მერი არ აკონკრეტებს კონკრეტულად რას აშენებს ივანიშვილი ჟურნალისტთა სახლის ადგილას.
"არანაირი კანონდარღვევა არ არის. ყველანაირად შეთანხმებულია და პროექტი, რომელიც განხორციელდება იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და პროექტი. ჩვეულებრივად, როგორც არის მოთხოვნა შენობის დემონტაჟი, ამას სჭირდება შესაბამისი ნებართვები და ამ შემთხვევაში ეს ნებართვები არსებობს. ყველანაირი საბუთები წესრიგშია", - განაცხადა კალაძემ.
