logo
ENG



კალაძე აქტივისტების ცემაზე: ძალადობას ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური

06 ივნ 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

კახი კალაძე მზადაა სამართალდამცველებს ჩვენება მისცეს. თბილისის მერი, ანას ბაღის დამცველებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. დედაქალაქის მერისთვის ბრალდებები მიუღებელია. როგორც კახი კალაძე აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის გამოკითხვაზე არ დაუბარებია, თუმცა, მისი თქმით, თუ უწყება მას დაიბარებს, მზად არის გამოძიების შეკითხვებს პასუხები გასცეს.

„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ძალიან კარგად ვიცი, რაც ჩანს კადრებში, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა არეულობა შემოეტანა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოიუვიდა პროვოკაცია. მინდა გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის მსგავსად აქტივისტების ბრალდებებს უარყოფს თბილისის მერის დაცვის სამსახურის უფროსიც.  

„არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა“, - აცხადებს კალაძის დაცვის სამსახურის უფროსი.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მერს ძალადობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ვარკეთილში მომხდარ დაპირისპირებას. აქტივისტების მტკიცებით, კახა კალაძემ ანას ბაღის ერთ-ერთ დამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


close დახურვა