logo
ENG



კალაძე იაკობის განცხადებაზე:მგონია, რომ ეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

28 ოქტ 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
o7ezn9vjklwy1wn.jpg

"მე მგონია, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული ქმედება, - ასე აფასებს თბილისის მერი კახი კალაძე, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური, პირადად მას ილია მეორის პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მიზნის მისაღწევად კი ნებისმიერ სცენარს, მათ შორის მკვლელობასაც განიხილავდნენ.

"საპატრიარქოს განცხადება არ მომისმენია, მე გუშინ მკითხეს ამაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენს უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. მე მგონია, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რადგან ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ მისი განცხადებები გახარიასთან მიმართებით და მგონია, რომ ეს არის გაგრძელება," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. მეუფე იაკობი ამ ეტაპზე ბოდბის მეუფედ რჩება.


close დახურვა