logo
ENG



კალაძე კლუგჰაფტზე: არანაირი კავშირი არ აქვს ოცნებას მოშესთან, ეგ არის თქვენი ტყუილები

29 სექ 202111:38
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე კლუგჰაფტზე: არანაირი კავშირი არ აქვს ოცნებას მოშესთან, ეგ არის თქვენი ტყუილები

ქარული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი კალაძე ტყუილს უწოდებს გავრცლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.

ის უარყოფს ოცნების კლუგჰაფთან კავშირს და ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ მასთან მხოლოდ ერთხელ ითანამშრომლა.

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არანაირი კავშირი არ აქვს პარტია ქართულ ოცნებას მოშესთან, არ ჰყავს დაქირავებული. ეგ არის თქვენი ტყუილები და სიცრუე. ერთადერთხელ, როდესაც ჩვენ მათთან ვმუშაობდით, ეს იყო თუ არ ვცდები 2017-2018 წლები", - ამბობს კალაძე.

ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.

ჩვენივე ინფორმაციით, ნეგატიური კამპანიის სასწრაფო წესით დაგეგმვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოცნებამ შიდა კვლევით გაარკვია, რომ პარტიის მხარდაჭერა მხოლოდ 33%-ია.

სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო 2018 სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე მის ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერები იყვნენ გამოსახული, პარალელურად, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები.

მოახლოებული არჩევნების წინ, 17 სექტემბერს, ქუჩაში კვლავ გამოჩნდა მსგავსი შინაარსის სისხლიანი ბანერები. ოპოზიციის ლიდერებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად მათზე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.


close დახურვა