logo
ENG



კობახიძე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს ილია ჭავჭავაძის მკვლელს ადარებს

10 მაი 202410:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/lyak56ouynpb2bh.png

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს და ამავდროულად რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილეებს ილია ჭავჭავაძის მკვლელს ადარებს.

კობახიძის აზრით, "აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან".

"ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია "ნაცმოძრაობის", გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს...

როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს თავს ესხმის და მათ მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. გასულული წლის მარტში, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს "სატანისტები" უწოდა


close დახურვა