თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.
კალაძემ მარგველაშვილს პოლიტიკური პლასტელინი უწოდა და აღნიშნა, რომ მეოთხე პრეზიდენტი სხვა პოლიტიკურ პარტიებს შეეკედლება.
"იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, მე გეტყოდით ჩემს პოზიციას, რომ პოლიტიკურ პლასტელინს არამგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და შესაბამისად, დაველოდოთ რა მოხდება", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.