logo
ENG



კალაძე ოპოზიციაზე: არ ვამბობ, რომ ძმაკაცები უნდა ვიყოთ, თუმცა თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

04 ნოე 202117:34
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე ოპოზიციაზე: არ ვამბობ, რომ ძმაკაცები უნდა ვიყოთ, თუმცა თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციას საკრებულოში თანამშრომლობისკენ მიუთითებს. ჟურნალისტებთან საუბარში კალაძემ თქვა, რომ ისურვებდა, ოპოზიციასთან ერთად დაჯდომას და "ჯანსაღ პოლემიკასა და დებატებს". 

"მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა დაჯდომა, ჯანსაღი პოლემიკა, დებატები. მე, როგორც ქალაქის მერი, მზად ვარ, ეს ნაბიჯები გადავდგა.

ნამდვილად არ მინდა საზოგადოების დაყოფა, თბილისელების დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად. ყველას მერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც, რომ ამ ქალაქის განვითარება შეუქცევადი პროცესი იყოს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის.

ვგულისხმობ თანამშრომლობას, საკრებულოში ხომ არიან წარმოდგენილები. მოვიდნენ. ის ხომ არაა, რომ ჩვენ ვიცით მხოლოდ ამ ქალაქთან დაკავშირებით ყველაფერი. შეიძლება მეც შემეშალოს, რაღაც გამოგვრჩეს. არ ვამბობ, რომ ძმაკაცები, ან მეგობრები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქალაქის განვითარებისთვის", - თქვა კალაძემ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქართულ ოცნებას თბილისის საკრებულოში 10 მაჟორიტარული მანდატი აქვს.

რაც შეეხება პროპორციულს, თბილისის საკრებულოში ექვსი პოლიტიკური პარტია მოხვდა და მათ შორის მანდატები ასე განაწილდა:

  • ქართული ოცნება 19 პროპორციული მანდატი;
  • ნაციონალური მოძრაობა 13 მანდატი;
  • გახარია – საქართველოსთვის ოთხი მანდატი;
  • ლელო ორი მანდატი;
  • გირჩი – მეტი თავისუფლება ერთი მანდატი;
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის ერთი მანდატი.

close დახურვა