logo
ENG



კალაძე სააკაშვილზე: ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის

21 სექ 202015:42
3 წუთის საკითხავი
 
w9iyv3mra0a6qt7.jpg

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, კოალიციური მთავრობის საჭიროებას ვერც თავად ხედავს.

მისი თქმით, ერთადერთი ძალა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვება შეუძლია, ქართული ოცნებაა.

"ზოგადად მაგაში ვეთანხმები, არც მე არ მჯერა კოალიციური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. დღეს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით, ისე რომ, არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეხება კითხვას, არის თუ არა მმართველი გუნდის მთავარი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობა, კალაძემ თქვა, რომ ასე არ ფიქრობს.

"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი კონკურენტი, დღეს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია ვისაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური კულუარები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯია და დანარჩენი ხალხზეა დამოკიდებული, თუ ვინ შევა 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 სექტემბერს, "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში ვერ ხედავს. დღეს, 21 სექტემბერს, მან ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არჩევნებში ენმ-ის გამარჯვების შემდეგ სხვა პარტიებთან ითანამშრომლებენ.​


close დახურვა