თბილისის მერმა კახა კალაძემ ისნისა და ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.
ისნის რაიონში, შალვა მშველიძის ქუჩის 16 ნომერში მცხოვრები 12 ოჯახი თბილგვირაბმშენის თანამშრომლები არიან და აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან ცხოვრობენ. ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
„19 ოჯახს სიმბოლურ ფასად გადავეცით საცხოვრებელი ფართები. ეს არის თემა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას. ეს ეხება იმ ხალხს, ვინც წლებია ცხოვრობენ ფართებში და ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
