logo
ENG



კალაძის და კრიმინალური სამყაროს კავშირები - შაბათის ფორმულა

15 ოქტ 202220:32
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიც და მისი გარემოცვაც ჩაფლულია კორუფციაში - კალაძის შავი საქმეების ჩამონათვალი გრძელია. შაბათის ფორმულა მერისა და მერიის გარშემო გაჩენილი ლეგიტიმური კითხვებიდან - რამდენიმეს გამოეხმაურა. ავტობუსების საეჭვო ტენდერი, რაც თბილისის მოსახლეობას 60 მილიონით  მეტი დაუჯდა. კალაძე კორუფციად არ მიიჩნევს, მაგრამ ასევე საეჭვოდ გაქრა 50 ტონაზე მეტი რკინა ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას, ამ დრომდე ვერც მეტალი და ვერც დამნაშავე იპოვეს. კალაძის სახელს უკავშირდება კრიმინალური ავტორიტეტების ქვეყანაში ფარულად შემოსვლისა და გასვლის სკანდალური საქმეები. დედაქალაქის მერისა და კრიმინალური სამყაროს კავშირები - შაბათის ფორმულაში.

 


close დახურვა