თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვერის ბაღის რეაბილიტაციას იწყებენ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, სამუშაოები სრულად 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ორი საბავშვო მოედანი, ასაკის მიხედვით, 1-დან 3 წლამდე და 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ასევე, ძაღლების სასეირნო სივრცე მოეწყობა, რომელიც დამოუკიდებლად იქნება, რომ დამსვენებელი არ შეწუხდეს. მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა, რა თქმა უნდა, საპირფარეშო", - ამბობს კალაძე.
მისივე თქმით, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე და სარწყავი სისტემა, ბაღში არსებული ხე-მცენარეები შენარჩუნდება და ახალი გამწვანებული სივრცეები. შეემატება
"სარწყავს სისტემას რაც შეეხება, საერთოდ მოშლილი და მოძველებულია ეს ყველაფერი. თავიდან გაკეთდება ეს ყველაფერი, მოწესრიგდება. ასევე, უწესრიგოდ არის განაწილებული მიწისზედა გაზმომარაგების და წყალმომარაგების მილები, რაც უსახურია და პრობლემას წარმოადგენს", - თქვა კალაძემ.