ვისურვებდი ევროკავშირისგან გაფართოებისთვის უფრო მეტი სითამამე მეხილა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ რაღაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული - ან შევთავაზოთ ზუსტად ისეთივე წევრობა, რომელიც ევროკავშირში სხვა სახელმწიფოებს აქვთ, ან თანამშრომლობის ახალი ფორმატი შევქმნათ ქვეყნების იმ სამეულთან, რომელთაც აქვთ ევროპული ამბიციები - უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან.
პირადად მე - პირველი ვარიანტის მომხრე ვარ, ანუ უბრალოდ გაფართოების. მაგრამ, ასევე, გასაგები უნდა იყოს, რომ ეს დიდ დროს მოითხოვს. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უამრავი პირობაა შესასრულებელი, ხოლო ამ სამეულიდან არც ერთი სახელმწიფო, გულწრფელად ვთქვათ, არაა მზად წევრობის კრიტერიუმები შეასრულოს. ალბათ, 20 წელი დასჭირდება, სანამ მზადყოფნას მიაღწევთ.
ამიტომაც, შესაძლოა, მართლა აქვს აზრი რაიმე შუალედური ვარიანტის პოვნას, რომელიც დაეხმარება უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ისე, როგორც თქვენ გინდათ.
თუმცა ამ სამიდან არც ერთი ქვეყანა არაა მზად წევრობისთვის. სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა სასამართლო სისტემასთან. ჩვენ მზად ვართ, ცვლილებაში დაგეხმაროთ, თუმცა სამუშაო უნდა შეასრულოთ თქვენ, თითოეულმა ამ სამი ქვეყნიდან. და ეს მძიმე სამუშაოა.