logo
ENG



კალიურანდი: ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნა გადაწყვიტა

10 სექ 202100:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/10/q34r2hc9jmdtnto.jpg

ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, დააკვირდეს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში - ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აქვეყნებს.

ევროპარლამენტარი სიახლეს ტვიტერში აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს "შესანიშნავი ახალი ამბავია".

„შესანიშნავი ახალი ამბავი - ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნოს", - წერს კალიურანდი.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალის პარტნიორი ქვეყნებისთვის აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევრო გამოყო, მათგან 150 მილიონი ევრო საქართველოს ერგო. თანხის პირველი ნაწილი - 75 მილიონი ევრო 2020 წლის ნოემბერში გადმოირიცხა, მეორე ნაწილი კი 2021 წლის დეკემბერში უნდა მიგვეღო.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა შეესრულებინა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსიაღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირი ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.


close დახურვა