logo
ENG



კალიფორნიაში ხანძარს ვერ აქრობენ

26 ოქტ 201920:42
3 წუთის საკითხავი
 
h5dvxvt4amyhhc5.jpg

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. სტიქია ერთდროულად ლოს-ანჯელესის გარეუბნებში და შტატის ჩრდილოეთით, სონომის რეგიონში მძვინვარებს. ორივე ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ევაკუირებულია 50 ათასზე მეტი ადამიანი.

დაზარალებულ რეგიონებში ქარის გაძლიერებას ელოდებიან, რაც ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს ზრდის. უსაფრთხოების მიზნით ენერგოკომპანიამ ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის შესახებ 2 მილიონი აბონენტი გააფრთხილა.


close დახურვა