logo
ENG



კალიფორნიის გუბერნატორმა მოსახლეობისთვის სახლში დარჩენის განკარგულება გასცა

20 მარ 202009:48
3 წუთის საკითხავი
clock 296

კალიფორნიის გუბერნატორმა შტატის 40-მილიონიანი მოსახლეობისთვის „სახლში დარჩენის" განკარგულება გასცა.

მიზეზი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა. კალიფორნიაში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 910 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

გუბერნატორმა გევინ ნიუსამმა კონგრესმენებს წერილიც მიწერა, სადაც მან კანონმდებლებს უმუშევრობის დახმარებისა და სოციალური უსაფრთხოებისთვის ფულადი რესურსის მობილიზება სთხოვა.

ახალი კორონავირუსის გავრცელებით ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის შემდეგ კალიფორნია ამერიკაში ყველაზე მეტად არის დაზარალებული. პანდემიამ შეერთებულ შტატებში მთლიანობაში 217 ადამიანი იმსხვერპლა. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 14 ათასს გადააჭარბა.

 


close დახურვა