logo
ENG



კალიფორნიის ტყეებში ხანძარი განახლდა

31 ოქტ 201912:45
3 წუთის საკითხავი
 
ctx4vpul6o03ens.jpg

 

კალიფორნიის ტყეებში ხანძარი განახლდა. შტატის სამხრეთ რაიონებში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. კალიფორნიის გუბერნატორმა მოსახლეობას ევაკუაციისთვის მომზადება ურჩია.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტიქიის გამო კალიფორნიაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც. შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ტრამპის ადმინისტრაციას დახმარება სთხოვა.

საფრთხე ემუქრება რეიგანის ბიბლიოთეკას, სახანძრო დეპარტამენტი ვითარებას მონიტორინგს უწევს. ხანძარი 6500-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს განადგურებით ემუქრება. სახანძრო ბრიგადების გარდა სტიქიის ლოკალიზებას ჰაერიდან ავიაციის დახმარებითაც ცდილობენ.

ტყის ხანძრებს ბოლო ორი კვირაა ებრძვიან კალიფორნიის ჩრდილოეთ რაიონებშიც, სადაც ასევე ათასობით ჰექტარი განადგურდა. საშიში ზონებიდან 200 ათსი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 


close დახურვა