logo
ENG



კალოიანი რუსულ ვაქცინაზე: ბევრი კრიტიკული კითხვაა მათი კვლევის სანდოობის თვალსაზრისით

03 თებ 202115:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/03/26h29k4faib1d2h.png

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის, განცხადებით გამოქვეყნებული კვლევის მიუხედავად, რუსული ვაქცინა "სპუტნიკ V" სამედიცინო წრეებში სანდოობით ვერ სარგებლობს. ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" მანვე აღნიშნა, რომ კვლევის შედეგების მიმართ მაინც არსებობს კრიტიკული კითხვები მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

"რუსულმა ვაქცინამ გამოაქვეყნა მისი კვლევის შედეგები ავტორიტეტულ ჟურნალში, თუმცა ჯერ არ მიუმართავს არც FDA-სთვის და არც ევროპის მედიკამენტების სააგენტოსთვის, რაც უკვე ჩინურ ვაქცინას გაკეთებული აქვს.

როგორც კი ეს გამოქვეყნდა, მაშინვე რუსულმა სახელმწიფო კომპანიებმა დაიწყეს აგრესიული საინფორმაციო კამპანია რაც მეცნიერებისგან შორსაა. ბევრი კრიტიკული კითხვაა იმ კვლევის სანდოობის თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინფორმაციის საიიმედოობისა და სიზუსტის თვალსაზრიისთ. ჯერ ყველაფერი წინაა, ეს არის პირველი გასაჯაროვება მათი მონაცემების, მინდა გითხრათ, რომ სამეცნიერო სფეროში დიიდ ნდობით არ სარგებლობს", - ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

2 თებერვალს ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა "ლანცეტმა" გამოაქვეყნა რუსული ვაქცინის მესამე ფაზის კვლევის შედეგები, სადაც "სპუტნიკ V"-ის შემქნელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 91,6%-ს შეადგენს.


close დახურვა