ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ახალი სანქციები რუსეთის შეჭრაში მონაწილე პირებსა და სუბიექტებს შეეხებათ.
"ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ენერგეტიკული სუბიექტების 35 მაღალჩინოსანს და ენერგეტიკული სექტორის 6 სუბიექტს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის უკანონო შეჭრაში. ჩვენ სანქციების დაწესებას, ასევე, ვგეგმავთ რუსეთის იუსტიციისა და უსაფრთხოების სექტორების წარმომადგენლებზეც", - თქვა მან.
მისივე თქმით, გაიზრდება უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და გამოიყოფა დაფინანსება, რათა უკრაინას ზამთრისთვის მოსამზადებლად დაეხმარონ - ამის ფარგლებში უკრაინელები მოახერხებენ, რომ უზრუნველყონ თავშესაფრები, ასევე, მოიმარაგონ საბნები, ტანსაცმელები და გასათბობი მოწყობილობები.
"კანადა აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენ ერთად ვუჭერთ მხარს თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართალს. ერთად ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ", - წერს ის.
ამასთან, როგორც ტრუდო აღნიშნავს, მალე კანადა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ უკრაინის სუვერენიტეტის ობლიგაციებს გამოსცემს, რაც მთავრობას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში დაეხმარება.