logo
ENG



კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულები გენოციდად აღიარა

28 აპრ 202202:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/696rhbemo7uilwy.jpg

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა. კანონმდებლებმა წინადადებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ არსებობს "საკმარისი მტკიცებულება კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და მასიური ომის დანაშაულების შესახებ", რომლებიც მოსკოვის მიერაა ჩადენილი.

კანადის თემთა პალატის განცხადებით, რუსეთის დანაშაულები მოიცავს მასობრივ სისასტიკეს, მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ მკვლელობებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ დაზიანებებს, ფსიქიკურ დაზიანებებსა და გაუპატიურებებს.

ამ თვის დასაწყისში პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სწორი უწოდა იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი უწოდებს რუსეთის ქმედებებს გენოციდს.

რუსეთი, რომელიც უარყოფს გენოციდში ბრალდებებს, უკრაინაში თავის ქმედებებს "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის დაცვისთვის აუცილებელი ქმედებებია.


close დახურვა