logo
ENG



კანადის პრემიერი კიევში ჩავიდა

10 ივნ 202314:44
3 წუთის საკითხავი
 

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ვიზიტის დეტალური პროგრამა ჯერჯერობით უცნობია. მედიის ინფორმაციით, ტრუდო უკრაინის ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირების მემორიალთან იმყოფებოდა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამასთან, კიევში ჩავიდა კანადის ვიცე-პრემიერი, კრისტია ფრილანდიც. 

2022 წლის 14 ნოემბერს, კანადამ უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო.

კანადის პრემიერმინისტრის თქმით, კანადამ ომის დაწყებიდან დღემდე, 3.4 მილიარდი დოლარი უკვე გამოყო, რათა ქვეყანამ თავდაცვა გააუმჯობესოს და საჭირო სამხედრო აღჭურვილობა მიიღოს.


close დახურვა