რასიზმისა და სამართალდამცველთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა კანადაშიც. ოტავაში საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიიღო. საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართულ აქციაზე ჯასტინ ტრუდო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მივიდა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობა საჯარო დაჩოქებით სამჯერ გამოხატა. ამ ჟესტის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჯასტინ ტრუდოს მადლობა გადაუხადეს. საპროტესტო მსვლელობა შეერთებული შტატების საელჩოსთან დასრულდა.