კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრუდო ლიდერობს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის პარტიას 338 საარჩევნო ოლქიდან 170-ში სჭირდებოდა გამარჯვება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ტრუდოს პარტია 158 ოლქში ლიდერობს. ბოლო ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მთავარი მეტოქე "კონსერვატორები" 119 ოლქში დაწინაურდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ჯასტინ ტრუდოს პარტია მთავრობას ფორმირებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. კანადაში თემთა პალატის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.