logo
ENG



კანარის კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა - ევაკუირებულია 5000-მდე ადამიანი

20 სექ 202111:40
3 წუთის საკითხავი
 
BBC

კანარის კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი კუმბრე ვიეია ამოიფრქვა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საჭირო გახდა 5000-მდე ადამიანი ევაკუაცია. კუნძულზე 80 000-მდე მოსახლე ცხოვრობს.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა სახლები. 

კანარის კუნძულებზე ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი ჩავიდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე შესაბამისი ძალები მონიტორინგის პროცესში არიან ჩართულნი, რათა ლავამ ცეცხლის კერები არ გააჩინოს.

ვულკანი კუმბრე ვიეია ლა პალმას კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის ერთერთია აქტიურ ვულკანთაგან და ბოლოს 50 წლის წინ ამოიფრქვა.

 


close დახურვა