logo
ENG



კანდელაკი: მთავრობამ ლატვიას ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა

02 სექ 202113:43
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ლატვიას 50 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა.

როგორც კანდელაკმა ბრიფინგზე ისაუბრა, ეს იმ ფონზე მოხდა, როცა ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.

"ჩენთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ მაშინ, როცა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს უარი ეთქვა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე, სწორედ 5 ივლისის მოვლენების ფონზე და იმის ფონზე, რომ მთავრობა ღია ალიანსში შევიდა რუსეთთან დაკავშირებულ ექსტრემისტებთან, რომლებმაც 5 ივლისს მოაწყვეს მასობრივი, ორგანიზებული ძალადობა, სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე, კერძოდ, საუბარია 50 000 დოზა ასტრაზენეკაზე", - განაცხადა კანდელაკმა.

მედიაში აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს. მედიის თანახმად, სამთავრობო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ვიზიტზე უარის თქმა სამი ქვეყნის პარლამენტებისა და მთავრობების კოორდინირებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საქართველოს არ გამოუჩენია სურვილი, დაესაჯა ისინი, ვინც 5 ივლისს თავს დაესხა ლგბტქ აქტივისტებს და ჟურნალისტებს.


close დახურვა