logo
ENG



კანდელაკი: უკრაინის სარჩელთან არშეერთება დასტურია, საქართველო გადაიქცა რუსეთის სატელიტად

14 ივლ 202217:12
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სარჩელისთვის მხარის არდაჭერა დასტურია, რომ "საქართველო გადაქცეულია რუსეთის რბილ სატელიტად".

"უკრაინის ჰააგის სასამართლოში წარმატება პირველ რიგში ჩვენსა და ჩვენი დეოკუპაციის საკითხის ინტერესშია. ამ მხარდაჭერის დოკუმენტთან არ შეერთება ადასტურებს, რომ საქართველო გადაქცეულია რუსეთის რბილ სატელიტად"- აცხადებს კანდელაკი.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს თვითონ აქვს ამ სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უნდა გამხდარიყო მომავალში მშვიდობიანი პოლიტიკური დეოკუპაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ "ჩვენივე სარჩელი საქართველოს მთავრობამ უკვე დიდი ხანია ფეხებზე დაიკიდა".

"ახლა უკრაინის სარჩელისთვის მხარის არ დაჭერა პოლიტიკურ კონტექსტში ნიშნავს, რომ საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის საკითხზე ხელი აქვს აღებული და გადაქცეულია რუსეთის სატელიტად"- ამბობს კანდელაკი.

40-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მხარდაჭერა გამოუცხადა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ. განცხადების ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის არაა საქართველო.


close დახურვა