logo
ENG



კანდელაკი: ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ძალადობრივ, ანტიქართულ დაჯგუფებას არ უნდა დაეთმოს

02 ივლ 202017:47
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული მარშისთვის“ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სივრცის დათმობას „ევროპული საქართველო“ ეხმიანება. პარტია კულტურისა სამინისტროს მიმართავს და სთხოვს, რომ ექსტრემისტულ, პრორუსულ და ქართულ ოცნებასთან აფილირებულ დაჯგუფებას ყრილობის ჩატარების უფლება არ მისცეს.

გიორგი კანდელაკის თქმით, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მსგავსი ღონისძიების გამართვა შეურაცხმყოფელი და ირონიულია.

„ევროპული საქართველოს სახელით მინდა მივმართო განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რომ არ მოხდეს ამ ნებართვის გაცემა და არ მიეცეს უფლება ამ ძალადობრივ, ექსტრემისტულ და ანტიქართულ დაჯგუფებას, რომ ეს ღონისძიება გამართოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.

საზოგადოების უფლებაა, მოითხოვოს და მუზეუმი არ დაეთმოს იმ დაჯგუფებას, რომელიც გამოდის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, - განაცხდა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, ქართული მარში პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მართავს.


close დახურვა