logo
ENG



კანდელაკი:გახარია სრულიად დისკრედიტირებული ფიგურაა ივანიშვილის მსახურ პრემიერებს შორის

26 ივნ 202011:53
3 წუთის საკითხავი
 
wfcyelqe0uejnbk.png

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ დღეს გახარიასთან კითხვები, 20 ივნისზე, გავრილოვის შემოშვებაზე და იმ ეკონომიკურ კრიზისზე ექნებათ, რომელიც საქართველოშია. 

მისი განცხადებით, ამ ყველაფრის გამო აუცილებელია, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი დაეკისროს.

„ბატონი გახარია არის სრულიად დისკრედიტირებული ფიგურა ივანიშვილის მსახურ პრემიერ-მინისტრებს შორის. ის არ არის ხალხის წინაშე ვალდებული. ივნისი მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხია, ასევე დარბევის მიღების გადაწყვეტილება, როდესაც პრაქტიკულად არაფერი არ ხდებოდა. რა აუცილებლობა იყო დარბევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ზღვარგადასული დამიზნებით სროლა სახეში. უამრავ ადამიანს აქვს ტყვია მოხვედრილი სახეში თვალთან ახლოს, მითითება იყო, რომ სახეში ესროლა.

"კითხვები გვექნება გავრილოვის მოწვევასთან დაკავშირებითაც, იცით, რომ ზაქარია ქუცნაშვილისგან, რომ სუს-ს შემოწმებული ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაფრთხილებდით აფხაზეთში ომობდა ეს კაცი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მაინც მიიღო სუს-მა და ზაქარია ქუცნაშვილმა მისი შემოშვების უფლება. შემოუშვეს ეს კაცი გაუშალეს პურ-მარილი, მოუწყვეს ტაშფანდური და ეს არ არის მათი პასუხისმგებლობის დაყენების მიზეზი? 

"კითხვები გვექნება ეკონომიკაზეც, რადგან დღეს მიმდინარეობს ეკონომიკის ჩამოშლა, მთავრობის გეგმა ვერ უძლებს კრიტიკას, რადგან ვინც სამსახური დაკარგა იმ ხალხს ვერ ეხმარება. ამავე დროს არ ხდება ქამრების შემოჭერა, ზღვარგადასული ხარჯები არ იკვეცება და ინვესტორები. ამ ყველაფრის ფონზე საუბარი იმაზე, რომ გახარია თავს ართმევს გახარია ზედმეტია“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.


close დახურვა