თბილისში, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი, გიორგი გალდავა დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თანამშრომელმა ექიმმა ესროლა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.