logo
ENG



კანონის ხარვეზი თუ პოლიტიკური ნების არქონა

05 ნოე 201921:33
3 წუთის საკითხავი
 
7g2867ra3l5wr1e.jpg

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა ძალიან მარტივია და პირდაპირ განმარტავს დაზარალებულს. 

სოფო ზურაბიანის კითხვაზე, კანონის ხარვეზია თუ პოლიტიკური ნების არქონა ის ფაქტი, რომ 20 ივნისს დაზარალებულებს სტატუსი არ ენიჭებათ, ქეთი ხუციშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„მე არ ვარ იურისტი, ამიტომ ჩავხედე კანონს და ვესაუბრე იურისტებს. ძალიან მარტივია ეს მუხლი ჩვენს კანონმდებლობაში და განმარტავს დაზარალებულს, როგორც ადამიანს, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს მიადგათ ზიანი - რატომღაც პროკურატურა ასე გვპასუხობს და იმავეს იმეორებს სასამართლოც, რომ, რადგანაც არ არის იდენტიფიცირებული ის, ვინც ზიანი მიაყენა, ეს ვერ ჩაითვლება დაზარალებულად,“ - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. 

„ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი სოფო ზურაბიანის სტუმარია გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“.


close დახურვა