"საკმაოდ მძიმედაა მისი მდგომარეობა",- ჟურნალისტი და აქტივისტი გიორგი კაპანაძე სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ზვიად კუპრავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, კუპრავას სასტიკად გაუსწორდნენ და აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება.
"ზვიად კუპრავას ე.წ. ტიტუშკები ჩაუსაფრდნენ და გაუსწორდნენ ფიზიკურად. მანამდე ის იმყოფებოდა ჩემთან ოფისში, სადაც ვიხილავდით მნიშვნელოვან საკითხებს და მათ შორის, ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე ვმსჯელობდით. დაგეგმილი გვქონდა ივანიშვილის სახლთან აქციის დაგეგმვა. როდესაც მე ოფისი დავტოვე, მალევე მოხდა მასზე თავდასხმა. კონკრეტული დეტალები ჩემთვის არ არის ცნობილი, მაგრამ თუ ეს არ იყო რეჟიმის მიერ დაგეგმილი, მაშინ იპოვონ ეს ადამიანები და დასაჯონ. ოპოზიციური სპექტრის მიერ ივანიშვილის დავალებით ხორციელდება ასეთი ანგარიშსწორება. ყარს ეს რეჟიმი. ზვიადის ცოლის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს",-აღნიშნავს კაპანაძე.