logo
ENG



კაპანაძე: პროტესტი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, 8 ნოემბერს იქნება დიდი აქცია

02 ნოე 202012:06
3 წუთის საკითხავი
clock 600

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე პროტესტი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კაპანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კვირას, 8 ნოემბერს რუსთაველზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

"ისეთი მასშტაბის დარღვევები იყო ამ არჩევნებზე, ისეთი ტიპის გაყალბება მოხდა, ისეთი ტიპის ზემოქმედება მოხდა ქართველი ხალხის ნებაზე, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ამაზე სხვადასხვა ფორმის ფართომასშტაბიანი პროტესტი.

ეს პროტესტი გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც. ამას პოლიტიკური ძალებიც არ სჭირდება იმდენი ადამიანია ამაზე თავისით აღშფოთებული. კვირას კი, როგორც ცნობილია, იქნება ძალიან დიდი აქცია",-ამბობს კაპანაძე.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 


close დახურვა