logo
ENG



კაპანაძე ტარიფის ზრდაზე: მთავრობას გონია, კოსმეტიკური ზომებით მოაგვარებს პრობლემას

29 დეკ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 
კაპანაძე ტარიფის ზრდაზე: მთავრობას გონია, კოსმეტიკური ზომებით მოაგვარებს პრობლემას

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გმაოსვლის გეგმა არ აქვს. კაპანაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ ენერგოტარიფის სუბსიდირება მორიგი "კოსმეტიკური ზომაა" და ის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

კაპანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობას უნდა ეზრუნა, რათა ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა მოქალაქეთა ჯიბეზე არ ასახულიყო.

"მთავრობის მანამდე არ ქონდა გეგმა, თუ როგორ მოეგვარებინა ეს კრიზისი. ახლა, როდესაც კოვიდკრიზისი და ეკონომიკური კრიზისი დაერთო, ისევ არ აქვს ხედვა და გონია, რომ ისევ კოსმეტიკური ზომებით მოაგვარებს პრობლემას. ამის კარგი მაგალითია გაზრდილი ენერგოტარიფის სუბსიდირება", - განაცხადა კაპანაძემ.

ელექტროენერგიის ფასი როგორც თბილისის, ისე რეგიონების მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის იზრდება. საყოფაცხოვრებო ტარიფი დაახლოებით 3 თეთრით იზრდება, არასაყოფაცხოვრებო ტარიფები - 9-12 თეთრით. პრემიერის თქმით, 2021 წელს გაზრდილი ტარიფების სუბსიდირებას ხელისუფლება მოახდენს.  


close დახურვა