logo
ENG



კაპანაძე ჰააგაზე: ქართული ოცნების პროპაგანდისტული არგუმენტები ომის დაწყებაზე გუშინ დაინგრა

17 დეკ 202214:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/f97pd74gaptrxov.jpg

გუშინ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ დახურა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ბრალი წარედგინა საოკუპაციო რეჟიმის 3 და რუსეთის ერთ წარმომადგენელს. ანუ, დადასტურდა, ასევე რუსეთის პასუხისმგებლობა. ბრალი არ წარედგინა არც ერთ ქართველ ჯარისკაცს, ან თანამდებობის პირს.  

ყველა პროპაგანდისტული არგუმენტი, რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა ომის დაწყებაზე, მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე და ა.შ., გუშინ დაინგრა. ოღონდ ესენი ისევ გააგრძელებენ ტყუილის გავრცელებას, რომ ომი წინა ხელისუფლებამ დაიწყო, რომ კასეტური იარაღი გამოიყენა ცხინვალში, რომ ომის დაწყების რეზოლუციას მოაწერა ხელი სტრასბურგში და ა.შ.

პროპაგანდისთვის გუშინ არაფერი შეცვლილა. ამიტომ იყო, რომ გუშინ სამთავრობო არხებმა ეს ამბავიც თავის პოლიტიკურ პროპაგანდისტულ მიზნებს მოარგეს, და დაიწყეს მტკიცება, რომ ჰააგამ გაგვამართლა, მაშინ როცა წინა ხელისუფლება ომის დაწყებას აღიარებსო. ესაა პროპაგანდის და ტვინის გამორეცხვის კლასიკა. სიცრუე - სიმართლეა.


close დახურვა