გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.