დღეს მდინარე ენგურზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, აქტივისტებმა აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან მოაწყვეს და უწყებას კარანტინის გაუქმება მოსთხოვეს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის დიალოგიც შედგა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5 დღიანი კარანტინის გაუქმების საკითხი ჯერ ისევ არ განიხილება.
კარანტინი, რომელიც კლავს
07 აპრ 202120:15
3 წუთის საკითხავი