logo
ENG



კარანტინის პირველი დღე საქართველოში

31 მარ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

ახალი წესებით ცხოვრება უკვე უჭირს მოსახლეობის დიდ ნაწილს. გადაადგილების შეზღუდვა, უშემოსავლოდ დარჩენა და სახლში ყოფნის შემთხვევაში გაჩენილი გაუგებრობა, როგორ არჩინონ ოჯახები. მოქალაქეების უმეტესობას, ვისაც სამსახური არ დაუკარგავს და გადაადგილება უწევს, ტაქსის საფასურის გადახდა უჭირს. რთულია იმ ხანდაზმულების მდგომარეობაც, ვისაც დღესაც პენსიის ასაღებად რიგში ყოფნა მოუხდა. 
 
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, ზუსტად ერთ საათში საქართველოც ჩერდება.  მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 6 საათამდე იკრძალება ნებისმიერი სახის გადაადგილდება და ეს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იქნება ძალაში.უკვე გაჩერდა მეტრო, აიკრძალა ავტობუსები. ხელისუფლებამ დღეს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანუგეშა, - მათ საკარანტინო პერიოდის დროს ხელფასი აუნაზღაურდებათ. 

კარანტინის პირველი დღე საქართველოში. დილის რვა საათიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ მხოლოდ ტაქსით, ან კერძო ავტომობილით შეუძლიათ. საქართველოს თავდაცვის ძალებმა დედაქალაქსა და ექვს ქალაქში სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო.

კორონავირუსისგან დაწესებული შეზღუდვების გამო დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. მოქალაქეებმა არ იციან როგორ ირჩინონ თავი სახლში დარჩენის შემთვევაში. უმეტესი მათგანი მაღალი ტარიფის გამო ტაქსით სარგებლობას ვერ ახერხებს. ტაქსის მძღოლები, კი რომლებსაც 2 მგზავრზე მეტის გადაყვანის უფლება არ აქვთ ვარაუდობენ, რომ მუშაობის გაგრძელებას დიდხან ვერ შეძლებენ. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ელის.

რთულ სიტუაციაში არიან ქუთაისში 70 წელს გადაცილებული პირები. ცარიელ ქუჩებში, ხალხმრავლობა მხოლოდ ლიბერთი ბანკთანაა. პენსიონერების რიგში დისტანციის დაცვაც არ ხდება. ქუჩებისგან განსხვავებით რეკომენდაციებს ითვალისწინებენ ქუთაისის ყველა გასასვლელში ეგრეთ წოდებული ბლოკპოსტებზე

რეკომენდაციებს დაცვა უწევთ  სამეგრელოში არსებულ საგუშაგოებზეც. ყველას ვისაც სპეციალური გამშვები პუნქტის გავლა უწევს, ტემპერატურას უმოწმებენ. გამკაცრებული კონტროლია ეგრეთწოდებულ საზღვართან, აფხაზეთიდან გადმოსულ ყველა მოქალაქეს შესაბამისი კვლევა უტარდება. 

დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, კარანტინში ცხოვრების მეცხრე დღე აქვთ მარნეულსა და ბოლნისში. როგორც სხვა ქალაქებში მარნეულის შესასვლელშიც სპეციალური საველე კარვებია მოწყობილი. მარნეულის მერის თქმით, ხალხმრავლობა მხოლოდ ბანკებთან შეინშინება.

როგორ დაეხმარება ხელისუფლება კორონავირუსის გამო, შექმნილ რთულ სიტუაციაში მყოფ მოსახლეობას ეს უცნობია. თბილისის მერმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების, კუთვნილ ხელფასს მაინც მიიღებენ. 

კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოში 1 თვით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. წესები გამკაცრების გადაწყვეტილება კი ხელისუფლებამ გუშინ, საგანგებო მდგომრეობის დასრულებამდე მიიღო.  


close დახურვა