logo
ENG



კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმს ყველა ე.წ გამშვები პუნქტის ​გახსნისკენ მოუწოდებს

05 სექ 202110:48
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს გადაკვეთის ყველა პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს. 

ახალგორი 2 წელია, ჩაკეტილია. 2019 წლის 4 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დე დაქტო ხელისუფლებამ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი პუნქტები დაკეტა და მიზეზად ჩირჩანა-წნელისთან ქართული საგუშაგოს აგება დაასახელა.

ჩაკეტვის შედეგად იქ მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ აქვს, რაც მათთვის სამედიცინო მომსახურებასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებზე წვდომის შეზღუდვას ნიშნავს.  

იქამდე კი, სანამ პუნქტები ღია იყო, ყოველდღიურად საშუალოდ 400 გადასვლა ხდებოდა.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი გამარტივება მისასალმებელი მოვლენა იყო.

ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება და მოუწოდებს დეფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას, დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში". - აცხადებს კარლ ჰარცელი


close დახურვა