logo
ENG



კარლო კოპალიანს პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

05 თებ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 
l6krv4116im8ye2.jpg

კარლო კოპალიანს პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას დაიკავებს, რაც რეგლამენტის მიხედვით დეპუტატის საქმიანობასთან შეუთავსებელია.

გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას კოპალიანმა მადლობა ბიძინა ივანიშვილსა და მის თანაგუნდელებს გადაუხადა.

„მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობას, მის კაბინეტს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩემი პატარა სიტყვის თქმის საშუალება მომეცა ქართულ პოლიტიკაში. მადლობა კახის, ირაკლის, ჩვენს პარტიულ ოფისს", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

გადაწყვეტილებას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.


close დახურვა