logo
ENG



კარპენტერი: სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთი მაისში ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიას ეცდება

03 მაი 202201:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/4co33mro9kn33lt.jpg

ეუთოში აშშ-ის ელჩის მაიკლ კარპენტერის განცხადებით, აშშ-ის აქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი მაისის შუა რიცხვები ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიას შეეცდება.

ასევე, როგორც ის აცხადებს, იგეგმება ხერსონის ე.წ სახალხო რესპუბლიკის შექმნა, რომელიც ასევე ანექსირებული იქნება.

"ანგარიშებში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს გეგმები რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ მაისის შუა რიცხვებში ჩაატაროს. მოსკოვი მსგავს გეგმას ხერსონთან დაკავშირებითაც განიხილავს"- თქვა მან.

კარპენტერმა ასევე დასძინა, რომ რუსები მათ მიერ ოკუპირებული ქალაქებიდან იტაცებენ ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, რათა ჩაანაცვლონ "მოსკოვის მიმართ ერთგული ჯგუფებით". მისივე თქმით, უჩინარდებიან სკოლის დირექტორები, ადგილობრივი მოხელეები, აქტივისტები და ჟურნალისტები.

 

close დახურვა