კარტოგრაფების საქმეზე წინა ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირების გამოკითხვები გრძელდება. დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე საგარაო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე გამოიკითხა. გამოძიებას მისი 2012 წელს დავით გრეჯასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები აინტერესებდა. კალანდაძე მის გამოკითხვას პოლიტიკურს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
პროკურატურამ გამოძიების ვადის განახგრძლივება 2 თვით მოითხოვა, რაც ადვოკატებს მიანიშნებს, რომ ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია და მათ მოსაგროვებლად დროის მოგებას ცდილობს. თუ სასამართლო პროკურატურას ვადას გაუხანგრძლივებს, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონისძიება უახლოეს დღეებში უნდა გადაისინჯოს.