logo
ENG



კასიანოვი: 24 მარტს რუსეთის ინტერესთა სექციასთან აქცია გაიმართება

23 მარ 202217:20
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საელჩოს განცხადებით რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად თბილისში აქციები გაიმართება.

უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, 24 მარტს აქცია გაიმართება რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციასთან, სადაც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიას დაგმობენ.

"ძალიან რთული და ტრაგიკული მოვლენაა, ერთი თვე შესრულდა, რაც რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა.

ამასთან, 27 მარტს საქართველოს პარლამენტთან გაიმართება ტელემარათონი, რომელსაც ატარებს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ ქართულ ტელეარხთან ერთად - სახელწოდებით Close The Sky.

"გთხოვთ შეუერთდეთ ამ აქციებს, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია", - აცხადებს კასიანოვი.


close დახურვა